საქართველოში წარმოებული ხორბლის პროდუქციის რეალიზაციის დროს ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესი იმოქმედებს

საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ხელშეწყობის მიზნით, ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოყენების სპეციალურ წესში ცვლილება განხორციელდება. კერძოდ, დღგ-ის ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული საქართველოში წარმოებული ხორბლის პროდუქციის რეალიზაციისას, მყიდველის ინტერესების დასაცავად, ახალი ალტერნატიული მექანიზმი შემუშავდება. ცვლილების ამოქმედების შემდეგ, ხორბლის შემძენი მეწარმე-სუბიექტი შეძლებს განხორციელებულ ოპერაციაზე მიმწოდებელს მოსთხოვოს ე.წ. „სპეციალური წესის” ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა. ინიცირებული ცვლილებით, არაკეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ვერ შეძლებს … Continue reading საქართველოში წარმოებული ხორბლის პროდუქციის რეალიზაციის დროს ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესი იმოქმედებს